|
2020-03-09 11:19:01, 1227 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ესპანეთიდან ჩამოვიდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი ესპანეთიდან ჩამოვიდა, თუმცა მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რომელი ქვეყნიდან შემოტანილ შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს ინფექცია. „დღევანდელი მონაცემებით, ჩვენთან წევს 34 პაციენტი. გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 19 პირს. აქედან, ორთან დადასტურდა კორონავირუსის ინფექცია, დანარჩენთან მიღებულია უარყოფითი პასუხი. ერთი პაციენტის კვლევა კიდევ გრძელდება. იმ პირებზე, რომლებზეც ნეგატიური პასუხი მივიღეთ, ნელ-ნელა გადადიან საკარანტინო სივრცეში. დღეს ტესტი ჩასატარებელია 14 პაციენტთან. ამ ორი ახალი შემთხვევვიდან, ერთი პაციენტი არის მეოთხე პაციენტის კლასტერში ანუ ჰქონდა კონტაქტი ჩვენს ცენტრში მოთავსებულ მეოთხე პაციენტთან. მეორე დადასტურებული შემთხვევა არის ესპანეთიდან ჩამოსული პირი, მაგრამ მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ეს შემთხვევა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ესპანეთიდან შემოტანილ შემთხვევად, თუ შეიძლება ჩაითვალოს იტალიის შემთხვევად“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 51 პირი რჩება.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)