|
2020-03-06 16:42:24, 1454 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ყველა ობიექტზე სპეციალური სითხეებით, სადეზინფექციო, პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში განხორციელდა. სადეზინფექციო სითხეებით მუშავდება ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი და გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე დამუშავების პროცესს ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამის ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)