|
2020-03-06 13:10:56, 1164 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით დაფიქსირებულია – 102 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 87 ახალი შემთხვევა. სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8204 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6125 მამაკაცია და 2079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1660 გარდაიცვალა. 31 იანვრის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3031 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1136; შემდეგ იმერეთში 986; აჭარაში 935 და ა.შ. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან; ცნობითვის, აივ-ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)