|
2020-03-06 00:29:06, 1658 ნახვა
საზოგადოება
ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების განმავლობაში, დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, არდადეგები გამოცხადდა. თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)