|
2020-03-05 22:20:48, 1773 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 პირი იმ მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფეცია დღეს დაუდგინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც დღეს ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდგინეს. მისი თქმით, 5-ვე ინფიცირებული ადამიანი იტალიაში სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდნენ. "მეოთხე დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოკვლეული იქნა 25-მდე სხვადასხვა ოჯახურებრივი თუ სამსახურებრივი კონტაქტი. ყველასთან ჩატარდა ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და დამატებით 5 ადამიანი იქნა მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში. ძირითადად ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ვინც გახლდნენ ერთად სამოგზაუროდ იტალიაში. მიმდინარეობს ამ 5 ადამიანის დამატებითი კვლევა. რა ტქმა უნდა, კონტაქტები კიდევ გაფართოვდება, დაიწყება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ჩატარდება ლაბორატორიული გამოკვლევები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 9 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 162 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობას კი 45 პირი გადის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)