|
2020-03-05 17:30:49, 1964 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი - ზიარების წესის შეცვლაზე მსჯელობა შეუძლია ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება
„მსჯელობა, რომ რაიმე ზიარების წესში შეიცვალოს შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში შედის ზიარების დროს“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა. დეკანოზის თქმით, საზოგადოებას ზიარების წესზე ცვლილებებთან დაკავშირებით რაიმე მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. „მსჯელობა, რომ რაიმე ზიარების წესში შეიცვალოს შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც არ აქვს სარწმუნოება, არ იცის და არ სჯერა, რომ რეალურად ღმერთთან ურთიერთობაში შედის ზიარების დროს. 1000 წელზე მეტი არის, რაც ეს ტრადიცია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ყოფილა სხვადასხვა ეპიდემია და არასოდეს ეკლესიას არ უმსჯელია, რომ რაიმე წესი შეეცვალა აი ამ ზიარების ფორმასთან დაკავშირებით. ცვლილებებზე ჩვენ მოლოდინი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ტვ.პირველის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)