|
2020-03-05 12:05:47, 2006 ნახვა
კომენტარი
თურნავა კორონავირუსზე - ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემაც გადაივლის და ტურისტული აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას
„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს პერიოდში შეხვდება ტურიზმის ინდუსტრიას და მოისმენს იმ პრობლემებს, რომელიც კორონავირუსის გამო წარმოიქმნა. „უახლოეს პერიოდში შევხვდებით ტურიზმის ინდუსტრიას, მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც წარმოიქმნა გლობალური გამოწვევის, კორონავირუსის გამო. დიდი ალბათობით, ხვალ დავაორგანიზებთ ამ შეხვედრას, სადაც აუცილებლად შევხვდებით სასტუმროებს და ასევე სხვა ტურისტული ჯგუფების წარმომადგენლებს, ტურისტული სერვისების წარმომქადგენლებს, რადგან ეს არის კომპლექსური პრობლემა და ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ რა პრობლემების წინაშე დადგა ინდუსტრია, რომელი პრობლემებიც ასოცირებულია კორონავირუსთან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დღემდე, განსაკუთრებით ივნისის მოვლენების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო მეტად დაცული და დივერსიფიცირებული იყოს და გარე შოკები მასზე ნაკლებად ზემოქმედებდეს, თუმცა ახლა ისეთ გამოწვევასთან გვაქვს საქმე, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ და მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას არის, რომ ძალიან სიღრმისეულად უნდა გავერკვეთ მასში, თუ რა პრობლემები უდგას სექტორს და გავაკეთოთ მეტნაკლებად ზუსტი ანალიზი და პროგნოზი იმისა, თუ რა შეიძლება კიდევ განვითარდეს. რასაკვირველია, ბევრი რამაა დამოკიდებულ ამ დაავადების შემდგომ დინამიკაზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს პრობლემა თანდათან აღარ იარსებებს და ჩვენი განვითარება და ტურისტული ინდუსტრიის აღმასვლა დაუბრუნდება ჩვეულ ტრაექტორიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)