|
2020-03-05 09:59:05, 1805 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს
„დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილმა ის და დანარჩენი პოლიტპატიმრები მძევლად აიყვანა, რათა გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. მისივე თქმით, „ქართული ოცენბა - დამოუკიდებელი საქართველოს“ თავჯდომარე ამ მიზანს ვერ მიაღწევს. „მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ - მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში. დიახ, დღეს ჩვენს ბრძოლას ჰქვია ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას ხალხი აუცილებლად მოიგებს. არ ვაპირებ ივანიშვილთან კატა-თაგვობანას თამაშს. საერთოდ არაა მნიშვნელოვანი როდის მოუნდება მას ჩემი მეოთხედ დაპატიმრება ან გამოშვება. მან მძევლად ამიყვანა მე და სხვა პოლიტპატიმრები, იმის იმედით რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის გამოვაჭრებით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. ის ამ მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთანავე, არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება. მინდა მივმართო ჩემს თანაგუნდელებს და მთლიანად ოპოზიციის ერთობას. ჩემი პატიმრობა, ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა, ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა, და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს. მეგობრებო, არ იდარდოთ ჩემზე, შევინარჩუნოთ ერთობა და ყველაფერი ვქნათ მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად. სრული მხარდაჭერა თქვენ ამ ამოცანის მიღწევაში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)