15:05 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 17:23:06, 1780 ნახვა

საზოგადოება
იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავრუსი ე.წ Covid-19  დაუდგინდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მტავრობის ადმნისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, პაციენტი რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

„იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე  სასწრაფო სამედიცინო  სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჩაუტარდა გამოკვლევა ახალ კორონავირუსზე და დღეს მიღებული პასუხების შედეგად, ქალს დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics