|
2020-03-04 14:36:04, 1838 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული
„ოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც ბუნებრივია მოლოდინიც მეტია“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვილისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დემოკრატიის მთავარი მტერი პოლარიციაა. „30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც ბუნებრივია მოლოდინიც მეტია. ამ ყველაფერთან ერთად გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვიოს თავისუფლებით, ნამდვილად შეუზღუდავი. პოლიტიკური და ადამინის უფლებათა დაცვიტ, თუმცა როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატია გაფრთხილება და ერთიანობა სჭირდება. დღეს მისი მთავარი მტერი როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს, ამის გამო დრეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ სსრკ-ს საზღვრებში 70 წელზე მეტი ხანი მსოფლიოსგან მოკვეთილმა გაატა. „მსოფლიო, რომელსაც საქართველო 30 წლის წინ კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელ ქვეყნად, დღეს, სრულიად სხვადასხვა მახასიათებლების მატარებელია. საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იოლაციაში გაატარა, 30 წლის მანძილზე მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზ გაიარა. დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა მსოფლიოს ყველა კუთხეი დაიმკვიდრეს თავი, საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი კი სხვისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)