|
2020-03-04 13:10:53, 1211 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - სამგზავრო მატარებელებისა და სადგურების დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური და საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებელი და სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზიდან" აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დალაგება, დადგენილი ნორმების შესაბამისად ყოველდღე მიმდინარეობდა, სარკინიგზო შემადგენლობებში და სადგურებში დამატებითი დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით. ასევე, ყველა სამგზავრო მატრებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები. სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)