|
2020-03-04 12:21:29, 1127 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ჩიხშია, თამაშობს სკამებით და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის
„ქართული ოცნება“ თამაშობს სკამებით დ ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ჩიხშია და ნელ-ნელა აგდებს საარჩევნო სისტემის ზღვარს, თუმცა ოპოზიცია, მხოლოდ 20/130-ზე ზღვარს თანხმდება. „მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ჩიხშია, ვაჭრობს, გვატყუებს. ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით პირველი დღიდან, როდესაც ნოემბერში გავიგეთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდეს და პირველივე დღიდან რა პოზიციაზეც ვიყავით, იმაზე ვდგავართ. ვინც თამაშობს სკამებით თამაშობს და ფიქრობს, რომ მანდატებით ვინმეს იყიდის არის „ქართული ოცნება“, როდესაც ნელ-ნელა აგდებს, 150/100-ზე, 110/40-ზე და ა.შ. რაციონალური თანაფარდობა ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული, 20/130-ზე, დანარჩენს ჩვენ ამ ეტპზე, არც ერთ შემთხვევში არ ვიხილავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)