06:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:14:34, 2925 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან და საპატრულოს ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარავი დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

,,სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის პრევენციის კუთხით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სრულ კოორდინაციაშია საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ტარდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია და ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის რეკომენდაციებს. ყველა უწყება მულტისექტორულად, კოორდინირებულად მუშაობს და ხდება ყველა იმ ღონისძიების ეფექტურად გატარება, რაც აუცილებელია ვირუსის პრევენციისთვის. დღეის მდგომარეობით აჭარაში არ ფიქსირდება დაინფიცირების შემთხვევა. ყველა ერთად გავაკეთებთ მაქსიმუმს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის კუთხით",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics