21:21 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 10:14:59, 1885 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში სომხეთის პრემიერის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა.

როგორც ცნობილია, ვიზიტი ორ დრეს 3-4 მარტს გაგრძელდება.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

მას შემდეგ, რაც საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დასრულდება, გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics