|
2020-03-02 16:38:44, 1537 ნახვა
საზოგადოება
შუახევში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. ვირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით მუნიციპალიტეტში დღეიდან აქტიურად დაიწყება დეზინფექციის პროცედურები. საჯარო სკოლებში და ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება. სამგზავრო ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებები დროებით გაუქმდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)