|
2020-03-02 15:16:57, 1619 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი ფინანსთა მინისტრს - კორონავირუსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ რატომ დაიწყო?
„მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა დაამტკიცა 28 იანვარს და ხოლო ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 28 თებერვალს დაიწყო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრმა მებაჟებისთვის შესაბამისი სამედიცინო ეკიპირების შეძენის ბრძანება მხოლოდ მას შემდეგ გასცა, როდესაც ქვეყანაში COVID-19 დაფიქსირდა. „ფინანსთა მინისტრს „ევროპული საქართველო“ კითხვით მიმართავს, რას აკეთებდა ის იმ დროის განმავლობაში, როდესაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გეგმა დაამტკიცა 28 იანვარს და ხოლო ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ღონისძიებების გადადგმა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ 28 თებერვალს დაიწყო. მას სემდეგ რაც 27 თებერვალს საქარტველოში კორონავირუსის პირვბელი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ გელთ გვაქვს ივანე მაჭავარიანის 27 თებერვლის ბრძანება რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურმა, ფინანსთა სამინისტროს ქვემდებარე, მიმართა შესყიდვების სამინისტროს, რომ შეძენილი იქნას შესაბამისი სამედიცინო ეკიპირება მებაჟეებისთვის, რომელთა მოვალეობა არის სასაზღვრო გამსვებ პუნქტებზე ყველა იმ ადამიანის შემოწმება, ორმელიც საქართელოში შემოდის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)