|
2020-03-02 14:35:45, 1049 ნახვა
საზოგადოება
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 43 კერძო. ამის შესახებ საქსტატმა განაცხადა. მათი თქმით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დაწესებულებათა რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. „2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 1.6 ათასით. ზრდა ძირითადად კერძო უნივერსიტეტებზე მოდის. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 148.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 64.2%, ხოლო კერძოში - 35.8%. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.6% ქალია, ხოლო 49.4% -კაცი. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“, - წერს საქსტატი.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)