|
2020-03-02 13:32:44, 960 ნახვა
საზოგადოება
სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, სოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ბაზალტის ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ასევე, მოეწყობა ტროტუარი. რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 900 კვ. მ ფართობზე მოწესრიგდება. მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა დაზიანებული იყო, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. უახლოეს მომავალში მათ ეს პრობლემა მოუგარდებათ. ჩვენ კი წლის განმავლობაში, მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს რამდენიმე მისამართზე განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. საგზაო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარია გამოყოფილი.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)