|
2020-03-02 13:18:58, 1113 ნახვა
საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ექიმი - ინფექციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი
„ინფეციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა მათგანს აღებული აქვს ნიმუში და დღის ბოლომდე ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგები ცნობილი იქნება. „დღეს დილის ათი საათისათვის ინფეციური პათოლოგიის ბოქსირებულ განყოფლებაში იყო 19 ავადმყოფი და ამ დროისთვის დაგვემატა სამი პაციენტი. სამივენი გახლავთ მილანიდან ჩამოსულები და ამ დენად შემოსულები არიან გამოსაკვლევად. მათი მდგომარეობა მძიმე არაა, რაიმე მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ. ამ სამის გარდა ყველა შემოსულ პაციენტზე არებულია ლუგარის ცენტრის მიერ მასალა კვლევისათვის. დღის განმავლობაშ მივირებთ პასუხს და რა თქმა უნდა, ის პაციენტები, რომელბსაც არ აღმოაჩნდებათ და დიდი ალბათათობით არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსი გაეწერებიან სახლებში“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. ექიმის თქმით, სამი დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რაიმე ჩივილი არ ჰქონიათ. „დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა ახლახანს შემოვიარე ვნახე ყველა, არც ერთის არ შცვლილა, დამაკმაყოფილებელია და ჩივილები, ტემპერატურა არ ჰქონიათ. პირობები დამაკმაყოფილებელია, კარგ პირობებში არიან. პირადად ჩვენითაც კმაყოფილები არიან", - აღნიშნა ინფექციურის ექიმმა.
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)