|
2020-03-02 12:23:16, 1590 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - იმის მცდელობა, რომ დღეს ოპოზიციისთვის 40%-იანი პრინციპი მიუღებელია, პოლიტიკური სპეკულაციაა
„იმის მცდელობა, რომ დღეს 40%-იანი პრინციპი ოპოზიციისთვის მიუღებელია, პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც მოლაპარაკებების პერიოდში არსებობდა. „მედიაში ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოლიტიკურ სპეკულაციებს ოპოზიციის ერთეული წევრების მხრიდან, რომლებსაც სურთ, თავი ყველაზე ძლიერებად და პირველებად წარმოაჩინონ. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პირველ რიგში, განცხადებები არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც ამ მოლაპარაკებების პერიოდში გვქონდა, რადგან დეტალებზე ოფიციალურად არ ვსაუბრობთ შემდეგი დიალოგის დანიშვნამდე. იმის მცდელობა, რომ თითქოს დღეს 40%-იანი პრინციპი მათთვის მიუღებელია, ესეც არის პოლიტიკური სპეკულაცია, ვინაიდან სწორედ ოპოზიცია ითხოვდა პრინციპულად 40%-იანი ბარიერის დაწესებას. ეს არა ჩვენი შეთავაზება, არამედ ჩვენი ნაბიჯი იყო, რათა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერით ვინმემ უნდა დააკომპლექტოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გვქონდა 40%-ზე მაღალი შედეგი და ვფიქრობთ მომავალ არჩევნებშიც მივიღებთ უფრო მეტს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)