|
2020-03-02 10:03:39, 1121 ნახვა
საზოგადოება
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება
გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა მარნეულში, 31 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის უკვე მიმდინარეობს. პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ: ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი - აბაშიძის გამზ. N27; გორი - სამების ქ.N1; რუსთავი - ცურტაველის ქ.N5ა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)