|
2020-03-01 21:02:09, 1783 ნახვა
საზოგადოება
აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო
აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო - ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინზე განაცხადა. საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე კარვების ტიპის საკარანტინო სივრცეების მოწყობა მგზავრთა დაყოვნების მიზნით განსაზღვრულ ლოკაციებს მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში მგზავრთა ჯგუფის ერთიანი იზოლაციის საჭიროება დადგა, ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური კარვები, სადაც ადგილზე მყოფი ეპიდემიოლოგები მათთან ღრმა ინტერვიუირებასა და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მოახდენენ. საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა დაყოვნება მათ სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების განსაზღვრამდე მოხდება. „შესაძლოა იყოს გზავრთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად საჭიროებდეს საკარანტინო ზონაში გადაყვანას. იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მათი გამოკითხვა, საკონტაქტო ინფორმაციების შეგროვება, მოგზაურობის ისტორიების აღრიცხვა თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი დაყოვნება მოხდება საკარვო სივრცეებში“ - განმარტა ამირან გოგიტიძემ. საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე მგზავრთა სამედიცინო შემოწმება საგანგებო რეჟიმში გრძელდება.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)