17:06 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-01 16:05:04, 1820 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება ანტისეპტიკია

კორონავირუსის გავრცელების პერიოდში კოვზით ზიარების საკითხი -ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ღვინო, რომლითაც მრევლი ეზიარება ანტისეპტიკია.

სასულიერო პირი მოქალაქეებს ურჩევს, რომ სახლში ნაკურთხი წყალი მოაპკურონ.

"ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. უბრალოდ ღვინოში რომ ჩააწოთ, როგორც სპირტში რომ ჩააწოთ, როგორ ხდება დეზინფექცია? ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვაპკუროთ სახლში. ამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურტხევა, გააკეთა და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ.

მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics