|
2020-02-29 14:45:17, 2157 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საკარანტინო შენობიდან ერთ-ერთმა პაციენტმა აცნობა, რომ შენობაში შესაბამისი პირობები არ არის
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საკარანტინო ზონაში მოთავსებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა შენობაში შესაბამისი პირობების არ არსებობასტან დაკავშირებით აცნობა. მისი ინფორმაციით, საკარანტინო შენობაში მოთავსებულ პაციენტებზე მეთვალყურეობას არავინ ახორციელებს. „ხელთ მაქვს დიდ დიღომში ერთ-ერთ შენობაში კარანტინში მოთავსებული ადამიანის მიერ გამოგზავნილი ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც იგი დახმარებას ითხოვს. დავწერ მის რამდენიმე ფრაზას: - მისამართი არ ვიცი სად ვარ, ინტერნეტი რომ არ მქონდეს და ადგილმდებარეობას არ მიჩვენებდეს - არც ექთანი, არც პოლიციელი, არც ადმინისტრატორი, არც მენეჯერი, არავინ არ არის... - ცხელ ხაზზე 15 05-ზე ვრეკავ და გვითიშავენ - ღამე გავიყინეთ ყველანი, ისე ციოდა, 5-5 პლედი გვეფარა - გარეთ დერეფნებში ისე ცივა, რომ გასვლასაც ვერ ვახერხებ - არავინ გამოჩენილა. ღამე ვიღაცეები კიდევ მოიყვანეს, მაგრამ არავინ გამოჩენილა. ვერვის ველაპარაკებით - მეგონა, დილით მაინც მოვა ვინმე-მეთქი - პრევენციის ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ დირექტორს გადავეცით ეს პრობლემა და ჯანდაცვასთან მოაგვარებსო - ყველა იმას ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე თუ მოგვარდება ეს ამბავი, სხვა ვერავინ ვერაფერს იზამსო. ეს ხალხი წუხელ მიიყვანეს. 13:00 გახდა და ჯერ საჭმელი არ მოუტანიათ“, - წერს ჭიაბერაშვილი.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)