|
2020-02-29 14:22:05, 1148 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა აეროპორტში დოჰა-თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ
საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დოჰა თბილისის რეისს დახვდა, რომლითაც საქართველოში იაპონიის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. იაპონიის ელჩი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პერიოდში, საზღვრის მართვის კონტროლის მექანიზმებსაც გაეცნო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს უფროსმა ტადაჰარუ უეჰარას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე თერმო სკრინინგის პროცესი გააცნო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რასაც საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიცია ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)