|
2020-02-29 13:57:52, 1368 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქუთაისისა და საჩხერის საავადმყოფოდან 11 ნიმუში გადაგზავნილია ლუგარში, რომლებიც დღეს დაიტესტება
„ქუთაისისა და საჩხერის საავდმყოფოდან აღებული იქნა 11 ნიმუში, რომლებიც გადაიგზავნა ლუგარში და დღეს დაიტესტება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 31 ადამიანი, რომელთა ნაწილი გამოკვლეულია. „ამ ეტაპზე ოთხი საიზოლაციო სივრცე არის გამოყოფილი ქვეყანაში. საჩხერეში 31 ადამიანია დაკვირვების ქვეშ, აბასთუმანში გახლავთ 21 ადამიანი, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში, სადაც, რა თქმა უნდა, ბავშვები არ არიან დაკვირვების ქვეშ გახლავთ 15 ადამიანი. ასევე გუშინ, გამოყოფილი იქნა ვივამედის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილება, სადაც მოთავსებულია 28 ადამიანი. დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის 31 ადამიანი. მათი ნაწილი გამოკვლეულია. დღესაც მუშაობენ ჩვენი ეპიდემიოლოგთა ჯგუფები. გარკვეული პერიოდულობით ხდება სინჯების აღება, რომლებიც გამოსაკვლევად იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. იმედი გვაქვს, რომ პასუხები დღის განმავლობაში იქნება. ასევე ქუთაისისა და საჩხერის საავდმყოფოდან აღებული იქნა 11 ნიმუში. ძირითადად კი ქუთაისის ინფექციური საავდმყოფოდან. ისინი გადმოიგზავნა ლუგარში და ეს 11 ნიმუშიც დღეს დაიტესტება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)