|
2020-02-28 11:38:46, 966 ნახვა
საზოგადოება
გამყრელიძე კორონავირუსის საფრთხის თავიდან აცილებაზე - ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია
„ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ქვეყანა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების რისკქვეშაა, თუმცა საქართველოში პრევენციურლი ღონისძიებები გაძლიერებულია, რაც ამცირებს კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას. „45-მდე ავიდა უკვე ქვეყანათა რიცხვი, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა და 3 000-ზე მეტია ისეთი შემთხვევა, რომელიც ჩინეთის გარეთ დაფიქსირდა. ამიტომ საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, მაგრამ საფრთხის არსებობა ერთია და მეორეა თუ როგორ ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ. ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია. არამართო ის რომ ჩვენ ვირუსის საზღვრიდან სემოტანისგან დავიცვათ ქვეყანა, არამედ ქვეყნის შიგნით როდესაც ფიქსირდება ინფექცია ამაზე დაუყოვნებელი პასუხის გაცემაზეც ვმუსაობთ. ანუ თუ ადამიანი საჭიროებს დაცვასა და მკურნალობას, ჩავერთვებით მის მკურნალობაში და შესაბამისი კონტაქტების მოძიება, ამ კონტაქტების იზოლორება, თვითიზოლირება, კარანტინში ყოფნა, მათზე დაკვირვება და ამ მთელი სისტემა ამუშავება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)