|
2020-02-27 10:55:56, 1044 ნახვა
საზოგადოება
USAID-ის მისიის ხელმძღვანელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე და სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი, ზუგდიდის ტექნოპარკში, წარმატებულ აგრობიზნესმენებს შეხვდნენ. შეხვედრაზე USAID-ის ახალი საგრანტო პროგრამა - „გრანტები სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებით ჯაჭვში ინოვაციური ცვლილების წასახალისებლად“ წარადგინეს. საგრანტო პროგრამის მიზანია, მოიძიოს და დააფინანსოს ინოვაციური იდეები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიონ შერჩეულ ერთ ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი (ვაშლი), მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა)) წარმოების ღირებულებათა ჯაჭვზე. „ახალი საგრანტო პროგრამა კიდევ ერთი მხარდაჭერაა ამერიკის მხრიდან. ნებისმიერი ნოვაცია ნიშნავს პირველად წარმოებაში მეტი პროდუქციის შექნას, მეტი საბაზრო ურთიერთობების ჩართვას და მეტ საექსპორტო პროდუქციას. ვფიქრობთ, ახალი პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, ახალი პროექტი მეწარმეებს საშუალებას აძლევს მიიღონ გრანტი საქმიანობის გასაფართოებლად ან ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)