|
2020-02-27 10:24:28, 1574 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება
„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა თანმიმდევრულად ხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლის შეჩერება გადაწყვიტა. „საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოსრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედია საშუალებებით. აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად ამ შემთხვევას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შეხება, არამედ ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც დაფიქსირდა საზღვარზე, რისთვისაც თითოეული ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს. მინდა იცოდეთ, რომ ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ თანმიმდევრულად ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზუდვა. ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვის თაობაზე და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებითაც სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე. ეს ის ნაბიჯებია, რომელიც გვაძლევს გარანტიას იმისთვის, რომ რესურსი, ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)