21:59 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 14:00:26, 642 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე კახი კახიშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობაზე  კახი კახიშვილი წარადგინა.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყება „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, ორ ნაწილად გაიყო. საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გაიმიჯნა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა.

სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტმა ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უკვე დაამტკიცა, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, პრემიერმა დღეს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics