|
2020-02-26 16:25:06, 1009 ნახვა
საზოგადოება
ქედის ,,ქალთა ოთახი" წარმატებულ მაგალითად განიხილეს
პროექტის ,,საქართველოს მუნიცპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა" ფარგლებში, დღეს თბილისის საკრებულოს დარბაზში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და წარმომადგენლებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ. შეხვედრაზე წარმატებულ მაგალითებს შორის ბოლნისის, მარნეულისა და ოზურგეთის ქალთა ოთახებთან ერთად, ქედის მუნიციპალიტეტი დასახელდა. აუდიტორიას პრეზენტაციის სახით, ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია ქედის ,,ქალთა უთახის" მენეჯერმა თეა შარაშიძემ გაუზიარა. გაიმართა ასევე ქალთა ოთახის სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია: უკუკავშირი სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით, მუნიციპალური მზაობა, შესაძლებლობები და გამოწვევები.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)