|
2015-08-01 12:08:28, 1118 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან რძეზე და რძის ნაწარმზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ძალაში შედის “რძისა და რძის ნაწარმის შესახებ” ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია, ნატურალური რძისგან არაა დამზადებული, ეტიკეტზე იკრძალება წარწერის დატანა: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და ა.შ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს, რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. რეგლამენტი ასევე ადგენს, მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ; ასევე მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ტერმინების, და რეგულირების ობიექტის ეტიკეტირების მიმართ. დგინდება რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირობები და სპეციფიკური მოთხოვნები ნედლი რძის მიმართ; ასევე რეგლამენტში გათვალისწინებულია, ჰიგიენური მოთხოვნები რძის მწარმოებელი ბიზნესოპერატორის მიმართ. რეგულირების ობიექტებია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული რძე და რძის შემდეგი ნაწარმი: ა) ნედლი რძე და ნედლი ნაღები; ბ) სასმელი რძე და სასმელი ნაღები; გ) რძემჟავა პროდუქტი; დ) კარაქი; ე) ყველი და ყველის პროდუქტი; ვ) რძის გადამუშავების თანანაწარმი პროდუქტი. რეგულირების ობიექტია, ასევე, რძის შემცველი პროდუქტი. რეგლამენტი ასევე ადგენს, რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსების პირობებს, – ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ბაზარზე განთავსებული რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტმა, აღწერილობამ და წარდგენამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. სურსათის ეტიკეტზე დასახელება – რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), ნაღები, არაჟანი, იოგურტი, კეფირი, კარაქი, ერბო, დო, ხაჭო, ყველი, შესქელებული რძე, შრატი, რძის ცხიმი, კაზეინი, გაუწყლოებული რძის ცხიმი, კუმისი და სხვა, რომელთა წარმოება ხდება ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, ამ დასახელებების გამოყენებით შედგენილი რთული დასახელებები, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ რძისა და რძის ნაწარმისათვის. დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და სხვა სახის საინფორმაციო მასალაში, სურსათზე, რომელიც არ წარმოდგენს რძეს, რძის ნაწარმს, იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს, რძის ნაწარმს. ასევე, ცხოველის/ცხოველების დასახელება, გარდა ძროხისა, რომლიდანაც მიღებულია რძე, მითითებულ უნდა იქნეს პროდუქტის დასახელებასთან ერთად. ამასთან, დღეიდან რძის პროდუქტების ეტიკეტზე ახალი ტერმინები გაჩნდება. კერძოდ, 2016 წლის პირველ აგვისტომდე დასაშვებია რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვა „მსგავს“-თან ან/და ბოლოსართ „ებრ“-თან ერთად, მაგალითდ რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)