12:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 18:57:15, 1772 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე - მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, თავად კი პარლამენტში მისვლის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა

„მინისტრი მაჭავარიანი გამუდმებით სხვის გამბედაობაზე საუბრობს, ჟურნალისტებს „ეტიპება“, თავად კი პარლამენტში მისვლის და დეპუტატებთან შეხვედრის ერთი ადგილი არ აღმოაჩნდა“,- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი , დავით ჭიჭინაძე, ივანე მაჭავარიანის ქმედებებს.

მისი თქმით, მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე  მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა.

„ზოგადად კი, პასუხები არც მაჭავარიანს აქვს და არც ხელისუფლებას, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია ჩინოვნიკების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები სახელმწიფოსთან მიმართებაში, მინისტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციები კი, საკმაოდ მწირია და ამ ყველაფრის პარალელურად  ქვეყანაში   უმძიმესი სიტუაციაა.

მინისტრების იმპიჩმენტს  რაც შეეხება, არასწორი მგონია აქცია მხოლოდ აქციისთვის, რადგან არა მგონია 76 ხმა მოგროვდეს მათ წინააღმდეგ, მითუმეტეს ასეთი „მეამბოხე“ დეპუტატების ხელში.

თუმცა, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მაჭავარიანმა საკუთარი საქციელით უკვე  მოუწყო თავის თავს იმპიჩმენტი და მოსახლეობა მას იმ უსახური მინისტრების რიგში გადაიყვანს, რომელიც ამ ქვეყანაში მრავლად დაგვიგროვდა. ოღონდ ამის განმასხვავებელი ის იქნება, რომ არც „ერთი ადგილი“ ქონდა და ჭრელი პერანგიც ეცვა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 თებერვალს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა. როგორც ცნობილია, მაჭავარიანი პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატება დაიბარეს, რომლებსაც ე.წ დღგ-ს სკანდალთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics