|
2020-02-20 21:03:15, 1339 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ
კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამ დანაშაულის გამოვლენა მომავალში მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მსოფლიოს მხრიდან. ფაქტია, კიბერდანაშაული წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც ებრძვის არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად თანამედროვე მსოფლიო. ჩვენი სახელმწიფო კვლავაც გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა დაცული იყოს ამგვარი შეტევებისგან და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო მასშტაბით კიბერუსაფრთხოებაში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)