|
2020-02-20 13:20:56, 1311 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი - ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ
„ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ“, - ამის შესახებ „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დადეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამენტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით თუმცა დამატებით შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)