23:38 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 13:10:34, 926 ნახვა

საზოგადოება
„ბილაინი“ მომხმარებლის გამოცდილების კვლევას Medallia-ს მეშვეობით უკვე ციფრული არხებითაც ახორციელებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ციფრულ არხებშიც დაამატა. მსოფლიოში აღიარებული ონლაინ პლატფორმა Medallia უკვე ინტეგრირებულია ბილაინის ვებგვერდსა და MyBeeline აპლიკაციაში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მოკლე კითხვარის შევსებით შეაფასოს ბილაინის ციფრული არხები და კომენტარის სახით გაგზავნოს რჩევა.

ბილაინმა მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტი - Medallia, საქართველოში 2018 წელს პირველმა დანერგა და მას შემდეგ აქტიურად იყენებს. აბონენტის კმაყოფილების კვლევა იწყება ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან - მარტივი გამოკითხვით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე, სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი.

ბილაინში მომხმარებლის გამოცდილებას დამოუკიდებელი ფუნქცია იკვლევს, რომლის მიზანიც მომსახურების სრულყოფა და აბონენტების კმაყოფილებაზე ზრუნვაა. „მომხმარებლების ქცევა გამუდმებით და სწრაფად იცვლება. მათი კმაყოფილების უზრუნველყოფისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრა, ან წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება. მომხმარებელთა გამოცდილების (CX) ლიდერებმა საჭიროა, „უკვე დღეს“ განსაზღვრონ, როგორი გამოცდილების შექმნა სურთ საკუთარი კლიენტებისთვის „ხვალ“ და მზად დახვდნენ მათ მოლოდინებს“, - აღნიშნავს ბილაინის CX მენეჯერი მარიკა ჭაბუკიანი.

მისივე თქმით, ბილაინმა დაიწყო MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვა, იმისთვის რომ გაიგოს კლიენტების გამოცდილება, ციფრული არხების შემდგომი დახვეწისა და სრულყოფისთვის.

„მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისთვის თითქმის უკვე 2 წელია, ბილაინი მსოფლიოში აღიარებულ პლატფორმას - Medallia-ს იყენებს. პროდუქტების პირობებისა და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილების, ასევე, სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მომსახურების ხარისხის შეფასებას, წელს ციფრული არხებით კმაყოფილება დაემატა. ეს ნიშნავს, რომ ბილაინმა დაიწყო MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვა, იმისთვის რომ გაიგოს კლიენტების გამოცდილება, ციფრული არხების შემდგომი დახვეწისა და სრულყოფისთვის“, - აცხადებს მარიკა ჭაბუკიანი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics