23:38 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 11:34:36, 858 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ჰუსეინ სირაბიძეს 60 წელი შეუსრულდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა

ჰუსეინი თითქმის 40 წელია, სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში დაგროვილ დიდ გამოცდილებას ახალგაზრდა კოლეგებს უზიარებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მას ხელშეკრულება კიდევ 5 წლით გაუგრძელდა.

ჰუსეინ სირაბიძეს, წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და სამსახურის სახელით, საჩუქრად პისტოლეტი და სპეციალური მედალიონი გადაეცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჰუსეინ სირაბიძეს დაბადების დღე ​მიულოცა და მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ბათუმში გამართულ საიუბილეო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, მისი პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics