|
2020-02-19 12:30:49, 1266 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე ახალგაზრდების აქციაზე - არ არსებობდა ამ ბიჭებსა და გოგოებს პარლამენტში სსრკ-ს ჰიმნის ჩართვა არ გაეპროტესტებინათ
„არ არსებობდა ამ ბიჭებსა და გოგოებს პარლამენტში სსრკ-ს ჰიმნის ჩართვა არ გაეპროტესტებინათ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე გუშინ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გამართულ აქციას. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პარლამენტში სსრკ-ს ჰიმნის ჩართვის გამო აღშფოთდნენ და ვეღარ შეაკავეს. „როდესაც ხოშტარიამ სსრკ-ს ჰიმნი გაახმოვანა პარლამენტში და ერთ ახალგაზრდას მისი გვარი შეეშალა და ხოშტარიას მაგივრად ხოფერია თქვა, ამის შემდეგ პრობლემა აღარაა? ადამიანების გულწფელი პროტესტი, პროტესტი აღარაა? დღეს ამის დალაგებას ცდილობთ? ესაა მართლა სირცხვილი. მე ამ ახალგაზრდების, რომლებთან დაკავშირბეთაც მე პირადად მითხრა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომ უკვე რამდენიმე ათეული მესიჯი მომივიდაო და არ არსებობს ამ ბიჭებმა და გოგოებმა ეს რომ არ გააპროტესტონო. სიტყვა სიტყვით გიყვებით. ჩვენი ახალგაზრობის კომიტეტის თავჯდომარემ ჩამაყენა საქმის კურსში, რომ ვეღარ ვაკავებ ამ ხალხსო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ „ევროპულ საქართველოს“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენები არჩილ თალაკვაძის პარლამენტში გამოსვლისას ელენე ხოშტარიას მიერ საბჭითა ჰიმნის გაშვებას აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ „ეკა ხოფერიას გადადგომას’’.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)