00:30 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 12:11:38, 1065 ნახვა

საზოგადოება
DRI 17 და 18 თებერვალს გამართულ აქციებს აფასებს და დარღვევებზე საუბრობს

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ორგანიზებულ საპროტესტო აქცის დროს სამართალდამცავების მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება არ იყო აუცილებელი და პროპორციული.

მათივე თქმით, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უკანონოდ შეეზღუდათ საჯარო სივრცეში შეკრებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება.

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, სამართალდამცავების მიერ მიღებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნის პროპორციული ღონისძიებად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, შეკრების ხასიათი, მასში მონაწილე პირთა რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავდა  საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის რეალურ და კონკრეტულ საშიშროებას.

აქედან გამომდინარე, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება - საზოგადოებრივ სივრცეში შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება  არ იყო აუცილებელი და პროპორციული, ვინაიდან პოლიციის მიერ სავარაუდოდ ნაგულისხმევი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც შეიძლებოდა“, - განაცხადეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ შეაფასა გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქცია, და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, არ მიეცათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობის პრინციპს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics