01:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 15:50:36, 1374 ნახვა

საზოგადოება
ფრიდონ ფუტკარაძე ამბულატორიების მუშაობას გაეცნო

შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს წევრ ზაზა დავითაძესთან და შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის უფროს მერაბ დავითაძესთან ერთად ზამლეთის თემის ამბულატორიაში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ამბულატორიის სამუშაო პირობებს და დაინტერესდა ადგილობრივების მომართვიანობით.

ზამლეთის ამბულატორიას ახალი ექიმი ჰყავს, რომელიც რამდენიმე თვეა დაინიშნა და შესაძლებლობის ფარგლებში პაციენტებს დახმარებას ადგილზე უწევს. მაკა ღორჯომელაძის თქმით მოაქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ძირითად მუშაობა ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებთან უხდება.

,,დიდთოვლობის მიუხედავად ექიმები და ექთნები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს პირველადი სახის დახმარებას ადგილზე უწევენ. მათ აქვთ სამუშაოსთვის შექმნილი ყველა პირობა. უზრუნველყოფილი არიან მედიკამენტებით, ემსახურებათ ტექნიკურად გამართული მაღალი გამავლობის ნივის მარკის ავტომობილები. ისინი, პაციენტზე დახმარების გასაწევად ფეხითაც გადაადგილდებიან. პირველადი მოხმარების მედიკამენტებს შუახევის სოციალური სერვის ცენტრი ამბულატორიებს თვეში ერთხელ, ხოლო თსპ-ებს კვარტალში ერთხელ გადასცემს “- აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ზამლეთის ამბულატორიის სამუშაო პირობების გაცნობის შემდეგ, ფრიდონ ფუტკარაძე სოციალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.

ადგილობრივებს მომსახურებას 12 ამბულატორია და 44 თემის სამედიცინო პუნქტი უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics