|
2020-02-17 14:39:02, 1807 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ, იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს პოლიტ. პატიმრების ფლაერები დაურიგა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა, რისთვისაც ირაკლი შოთაძეს ფენერალურ პროკურორად ნიშნავს. „ჩვენ უბრალოდ ვარიგებთ პოლიტ. პატიმრების ფლაერებს იმისთვის, რომ ყველა უმრავლესობის დეპუტატმა კიდევ ერთხელ ნახოს ივანიშვილის პირადი პოლიტ. პატიმრები. ამისთვის უნდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მონა შოთაძის დანიშვნა და უნდა პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა. რამდენი პოლიტ. პატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს თქვენი ხელით ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ და ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ. ეს არიან პოლიტ. პატიმრები: გიგი უგალავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, გავრილოვის პატიმრები და სხვა უამრავი პოლიტპატიმარი. შოთაძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, გასაგებია ფარცხალაძის ხელით, ბოტასების ქურდის ხელით და თქვენი გამოყენებით აპირებს, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აქციოს ისევ პროკურატურა, მაგრამ თქვენი დანიშვნით ივანიშვილი კიდევ ერთხელ ეუბნება ხალხს, რომ საერთოდ არ აინტერესებს მათი აზრი, რადგან თქვენ სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე დატოვეთ თანამდებობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ხვალ კი ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგება.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)