|
2020-02-17 12:15:33, 1445 ნახვა
პოლიტიკა
ლევან კობერიძე - კარგი იქნოდა გამოსულიყო ივანიშვილი და ეთქვა, რომ ირაკლი შოთაძე მისი ფავორიტია
„მიგვაჩნია, რომ შოთაძე არის ივანიშვილის კანდიდატურა და კარგი იქნება, რომ გამოსულიყო და ეთქვა ივანიშვილს, რომ ის მისი ფავორიტია“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა. კობერიძის თქმით, შოთაძის მთავარი ფუნქცია იქნება გააძლიეროს პროკურატურის წნეხი პოლიტიკურ ოპონეტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე. „ჩვენ გვექნება შოთძესთან კონკრეტული შეკითხვები, როგორც პოლიტიკური ხასიათის, ასევე წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ ეს არის ივანიშვილის კანდიდატურა და არა ტექნიკური უნივესტიტეტის საბჭოსი. კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ეს არის მისი ფავორიტი კანდიდატი. ჩემი აზრით, შოთაძე იქნება საარჩევნო გენერალური პროკურორი და მისი მთავარი ფუნქცია იქნება, გააძლიეროს პროკურატურის პოლიტიკური წნეხი პოლიტიკურ ოპონენტებზე, ოპოზიციის ლიდერებზე და ყველა იმ აქტიურ ადამიანზე, რომელიც მმართველი გუნდის აზრით, შეიძლება იყოს მათთვის საარჩევნო პროცესში ხელის შემშლელი“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)