|
2020-02-17 11:42:26, 1109 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად, ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტია აქციას გამართავს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საპროტესტო აქციას სახელწოდებით “სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს” დღეს 16:00 საათზე გამართავს. როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გააპროტესტებენ. ცნობისთვის, 2019 წლის 22 ნოემბერს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა. „ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა. ქარტია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია ძვირფასია, შემოუერთდეს ორშაბათს 16:00 საათზე პარლამენთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას“, - განაცხადეს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში“. შეგახსენებთ, რომ "აჭარის ტელევიზიის" ხარდამჭერი აქცია გუშინ ქუთაისსა და ბათუმშიც გაიმართა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)