02:13 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-16 15:13:56, 1718 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს. 
ალექსანდრე ვეკუას 6-სულიან ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, ორსართულიანი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. როგორც ალექსანდრე ვეკუა ამბობს, ბინას სოფლად ცხოვრება ამჯობინეს, რადგან სახლს მიწის ნაკვეთიც აქვს, რაც მათ საოჯახო მეურნეობის განვითარებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.
2019 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი 1 050 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. პროექტი წარმატებულად მუშაობს და 2020 წელს,  კიდევ 1 000-ზე მეტი სახლის შესყიდვა იგეგმება.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics