|
2020-02-15 14:13:06, 2843 ნახვა
საზოგადოება
მედია კოალიცია „აჭარის ტელევიზიის" დახმარებისკენ, საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს
მედია კოალიცია „აჭარის ტელევიზიასთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. ამის შესახებ მედია კოალიცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებაში ტელევიზიას მხარი დაუჭირონ. მათივე განცხადებით, „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევი მცდელობაა. „მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში განვითრებული პროცესები საგანგაშოა. 2019 წლის აპრილიდან დღემდე ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვები არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ. დღეს კი არსებობს რეალური საფრთხე ახალმა არჩეულმა მრჩეველთა საბჭომ და მათ მიერ დანიშნულმა მენეჯმენტმა შეცვალოს საშტატო ნუსხა და სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს თანამშრომელთა ნაწილი. ვფიქრობთ, რომ არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და მოიცავს როგორც მედიის თავისუფლების, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს. ჩვენ, კოალიციის წევრი ორგანიზაციები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც ჩავერთვებით და დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, მეორეს მხრივ კი ჩვენ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ გამოხატვის თავისუფლების გარანტიების შენარჩუნებაში დახმარებას - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ღია საზოგადოების ფონდი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)