02:13 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 13:21:02, 2234 ნახვა

საზოგადოება
მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმების შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს დირექტორმა განსახლებასთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული პირების შეკითხვებს უპასუხებს. სანატორიუმ „გეოლოგის“ შენობაში მცხოვრები დევნილები ახალაშენებულ კორპუსებში უპირობო გადაყვანას ითხოვენ.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ნაწილდება და განაცხადების შევსება 17 თებერვლის  ჩათვლით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, წყალტუბოში ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს კრიტერიუმების მიხედვით დამატებითი ქულა მიენიჭებათ.  ავარიული ობიექტებისა და მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების დახურვა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტია, თუმცა, გასათვალისწინებელია იმ დევნილი ოჯახების საჭიროებებიც, რომლებსაც წლების განმავლობაში თავშესაფარი საერთოდ არ გააჩნდათ.

ამ ეტაპზე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 140 დევნილ ოჯახს გადასცემს. დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის, 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  2021 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics