|
2020-02-15 10:24:21, 2248 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუმინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ლუდოვიკ ორბანს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში. ხაზი გაესვა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასოცირების ხელშეკრულებითა (AA) და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების პროცესს და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს. ყურადღება დაეთმო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტ იმპულსს მისცემს. პრემიერმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის; ითქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი დინამიური, როგორიც ბოლო წლებშია. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალ სამიტზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". პრემიერმა რუმინელ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)