|
2020-02-14 17:41:14, 1666 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სფეროში აშშ-თან უპრეცედენტო დონის თანამშრომლობა გვაქვს
„შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან მარკ ესპერთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს იმ დახმარებასა და წვლილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მიუძღვის. „შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. მოვისმინეთ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ჩვენი ჯარისკაცების მიმართ ამერიკის თავდაცვის მდივნის მხრიდან. ყველა ერთხმად აღიარებს ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმს, მათი მომზადების მაღალ დონეს, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოდის თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში გამართული თავდაცვის მინისტერიალიც შეაფასა და განმარტა, რომ ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობას ყველა პარტნიორი ქვეყანა აღნიშნავს. „საქართველოს თავდაცვის ძალებიდან 870 სამხედრო არის წარმოდგენილი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ჩვენ ამ რაოდენობას შევინარჩუნებთ. ყველა პარტნიორი ქვეყანა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ურთიერთობა და თანამშრომლობა აშშ-სთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. თანამშრომლობის ასეთი დონე, როგორიც ახლა გვაქვს არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის თავდაცვის მდივანს მარკ ესპერს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)