|
2015-07-30 18:15:54, 735 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლუდზე აქციზის შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლუდზე აქციზის შემცირების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, შესაძლებელია თუ არა აქციზის გადახედვა. „ამ თემაზე დღეს ნუ ვისაუბრებთ, რადგან ამ საკითხის ანალიზი მიმდინარეობს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ აქციზის შემცირების აუცილებლობას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. რაც შეეხება უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხს, ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ის ბიზნესმენებს ამასთან დაკავშირებით არაერთხელ შეხვდა. "მე არაერთხელ შევხვდი მათ, გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ მქონდა შეხვედრა. მათივე მოთხოვნა იყო, რომ პირველ პერიოდში მარკირების ღირებულება სახელმწიფოს გადაეხადა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)