16:47 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 22:17:35, 1418 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს ხვდებიან

პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.

პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

“შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ.  რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ  როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა და გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგა ქვეყანამ. ყოველთვის, ყველა არჩევნებს მოყვებოდა მაღალი შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.

“საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება  საქართველოში. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი  საგანი.  მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი, რასაც მოყვება პოზიტიური შედეგი,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics